ჩინეთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ხანძარი კორეასთან ახლოს, გუანდუნის პროვინციაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ხანძარი შენობაში არსებული ძველი ელექტროგაყვანილობის გამო მოხდა. მეორე ვერსიის თანახმად კი, ხანძარი ხელოვნურად იყო პროვოცირებული და სამართალდამცავებმა 10 -მდე პირი დააკავეს. არიან თუ არა ეს ადამიანები მომხდარში დამნაშავეები, ამას გამოძიება დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ეს გუანდუნის პროვინციაში ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის. შარშან ამავე პროვინციის ჯილიანის რაიონში ხანძარს 120 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხანძარი მაშინაც სავაჭრო ცენტრში გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები