სტოლტენბერგი: ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში რეგიონში არსებულ საფრთხეებზე ვიმსჯელებთ

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩვენ ვიმსჯელებთ რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში დაეხმარება – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
ნატოს გენერალურმა მდივნმა შეხვედრის წინ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას და საფრთხეს უქმნის ნატო-ს აღმოსავლეთით მოსაზღვრე სახელმწიფოებს, ამიტომ მსოფლიოში უსაფრთხოების მხრივ კრიტიკული პერიოდია.
ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში იგეგმება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვა, რა დროსაც ყურადღებას არსებით პაკეტზე გაამახვილებენ, რომელიც საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში დაეხმარება.
ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები, აგრეთვე, აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის წარმომადგენლობის გაფართოების შესახებაც იმსჯელებენ. კერძოდ, უახლოეს მომავალში ნატო გეგმავს აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებას და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები