ტეხასის შტატში, მცირე ზომის ავიალაინერის ჩამოვარდნის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა

ამერიკაში, ტეხასის შტატში მცირე ზომის ავიალაინერის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც საინფორმაციო საშუალება “როიტერი” იუწყება, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავიალაინერმა წონასწორობა დაკარგა და ვარდნა დაიწყო. საბოლოოდ ის ელექტროსადენებში გაება და აფეთქდა. ავიაკატასტროფის შედეგად ტეხასის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის გარდაცვლილი მგზავრი და კიდევ არიან თუ არა დაშავებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები