ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი ტარდება

ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა იმართება. მასზე საქართველო თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სიტყვით გამოვა.
სხდომის წინა დღეს კი მინდია ჯანელიძე ნატოს გენერალურ მდივანს პირისპირ შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ნატო-საქართველოს ურთიერთობა იყო.
“ნატოს მუდმივი ჯგუფის დაკომპლექტება და მისი გამოგზავნა საქართველოში არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივაა. ივარაუდება წლის პირველ ნახევარში ჯგუფის გამოგზავნა საქართველოში”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
შეხვედრაზე აქცენტი ნატოს საწვრთნელ ცენტრზე გაკეთდა, რომელიც წელს საქართველოში უნდა შეიქმნას.
“ბაზის ადგილი საბოლოოდ მას შემდეგ განისაზღვრება, როცა შემფასებელი ჯგუფი ჩამოვა საქართველოში. ეს იქნება თებერვალში და, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ზუსტი ინფორმაცია ცენტრის ადგილის შესახებ”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები