ერაყში შუახნის მამაკაცი ჰომოსექსუალობის გამო მე-7 სართულიდან გადმოაგდეს

რადიკალმა ისლამისტებმა ერაყის ქალაქ ტალ-აბიადში, ჰომოსექსუალობის გამო, შუახნის მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოაგდეს.
როგორც ბრიტანული საინფორმაციო საშუალება “უნილადი” იუწყება, მისი სიკვდილით დასჯაში 200-მდე “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენელი მონაწილეობდა და არც ერთ მათგანს არ გაუპროტესტებია სასიკვდილო განაჩენი. უფრო მეტიც, როდესაც ხელფეხგაკოჭილი და თვალებზე დოლბანდგადაფარებული მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოაგდეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იქ მყოფმა 100-მდე რადიკალმა ისლამისტმა მას ქვები დაუშინა და ასე მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები