ყირიმში რეფერენდუმი 25 მაისს გაიმართება

   ყირიმში რეფერენდუმი 25 მაისს ჩატარდება – ამის შესახებ ყირიმის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინოვმა განაცხადა. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა ყირიმის სტატუსის სრულყოფის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით დადგენილება დაამტკიცა. უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ყირიმის პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. რეფერენდუმის ორგანიზება და ჩატარება ყირიმის პარლამენტის პრეზიდიუმს დაევალა. როგორც უკრაინის ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, ყირიმში რეფერენდუმის ჩასატარებლად იურიდიული ბაზა არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები