გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის დასახმარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს

  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს ხვდება. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კიდევ ერთხელ ეხმაურება უკრაინის მოვლენებს. “ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს კიდევ ერთხელ სთხოვს, შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში კრიზისის დარეგულირების მცდელობებში და თვალყურს ადევნებს, რომ კრემლი არ ჩაერიოს კიევის საგარეო პოლიტიკაში”, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ქერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ რამდენიმე საათში განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტს უკრაინელ პარტნიორებთან კონტაქტის დამყარება დაავალა. პრეზიდენტმა მთავრობას ყირიმისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესაძლებლობის შესწავლაც სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები