პატიმრის გაქცევის თაობაზე შს მინისტრის მოადგილე კომენტარს აკეთებს
გურჯაანის სასამართლო სხდომიდან პატიმრის გაქცევის ფაქტს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება. თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
„მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და მჯერა, რომ ამ ადამიანს უმოკლეს დროში დავაბრუნებთ იმ ადგილას, რომელიც სასამართლომ შეუფარდა. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიებები ძალიან მოკლე ხანში დაგვანახებს სად იყო ეს ადამიანი, სად იმალებოდა და ამაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის სასამართლო სხდომიდან პატიმარი გუშინ გაიქცა. იგი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.