ევროპარლამენტის წინ შეიარაღებული პირი დააკავეს – რა სურდა ეჭვმიტანილს

ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინ შეიარაღებული პირი დააკავეს. ეჭვმიტანილი მამაკაცი სლოვაკეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ელექტროხერხი ამოიღეს.
უსაფრთხოების მიზნით, პარლამენტის შენობიდან 500 –მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაკავებული მამაკაცის თქმით, მას ევროპარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა სურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები