„ბოევიკები“ ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს „გრადებით“ ბომბავდნენ

ლუგანსკის ოლქში „ბოევიკები“ უკრაინელი სამხედროების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართ სროლას არ წყვეტენ. ცეცხლი ლუგანსკის ოლქში მთელი ღამის მანძილზე იყო გახსნილი, – აცხადებენ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრში.
გავრცელებული მონაცემებით, დასახლებულ პუნქტებს ტერორისტები „გრადებით“ და ნაღმმტყორცნებით ბომბავდნენ. გარდა ამისა, ლუგანსკის სტანიცაში „ბოევიკების“ და უკრაინელი სამხედროების შეტაკება მოხდა. ბრძოლის შედეგად „ბოევიკებმა“ დანაკარგი განიცადეს და შეტევა შეწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები