მამაკაცი საკუთარ გასვენებაში ატირდა

45 წლის ჩინელი, რომელიც წლების მანძილზე დღეში 2 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ფაქტი ექიმებმა დაადასტურეს, ამიტომ გარდაცვლილის მეგობრებმა და ნათესავებმა ნამდვილი შოკი მიიღეს, როდესაც გასვენებაში მამაკაცი უეცრად “გაცოცხლდა” და ატირდა, – წერს „მეტრო“.
ცნობილია, რომ ჩინელი გო ლიუ მეგობრების გარემოცვაში იმყოფებოდა. როდესაც სიგარეტის ასაღებად დაიხარა, მან გონება დაკარგა.
„ჩვენ ვხალისობდით, ვსვამდით, ლიუ, რასაკვირველია, ეწეოდა. უეცრად მას სიგარეტი დაუვარდა, ის დაიხარა და დაეცა ასფალტზე. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ხუმრობდა, თუმცა მერე მივხვდით, რომ ლიუ მართლა შეუძლოდ იყო. სასწრაფოს გამოვუძახეთ“, – ამბობს მამაკაცის მეგობარი პალ ბო კო.
მამაკაცი საავადმყოფოში 3 თვის განმავლობაში იწვა. ექიმების თქმით, ლიუს გადარჩენის შანსი მხოლოდ 5 პროცენტი იყო. მას ძლიერი ცერებრალური სისხლდენა დაუდგინეს. შემდეგ ლიუს მეუღლეს შეატყობინეს, რომ ის გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, ექიმები შეცდნენ. გასვენების დროს ლიუ გამოფხიზლდა და ატირდა. მამაკაცი რეანიმაციაში დააბრუნეს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა იგი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები