პრემიერმა მშენებარე ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

ოლიმპიური სოფელი, „ახალი თბილისი“, ახალი სპორტის სასახლე – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „თბილისი 2015“-ისთვის განკუთვნილი მშენებარე ობიექტები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ობიექტების დასრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. პრემიერმა მიიღო პირობა, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა მაისში დასრულდება.
„ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და მთელი მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ ის ღირსეულად ჩავატაროთ. შენდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელსაც შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები გამოიყენებენ. დიღომში იქმნება პრაქტიკულად ახალი უბანი, რომელსაც პირობითად დავარქვით „ახალი თბილისი“. სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, იმისთვის, რომ მაისის ბოლოს ყველა ობიექტი იყოს დასრულებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს. საქართველოს 4000-მდე სპორტსმენი და 7000-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი ეწვევა.

1381245_801188976638847_7596984379681815414_n

1506724_801188693305542_2126095021758372862_n

1511437_801188846638860_9183301782630736914_n

1619175_801188899972188_234257013622896685_n

10354936_801188579972220_7246808597996746027_n

10425510_801188723305539_1694343272995014143_n

10509522_801188769972201_6154850484954530237_n

10556436_801188686638876_8328435918540617482_n

10947214_801188873305524_5896037031043282128_n

10955211_801188983305513_8610555676102810727_n

10955556_801188586638886_8338427712551573220_n

10959518_801188816638863_2611564207555882771_n

10965297_10152715162929779_558163673_n

10968423_801188866638858_6233856077766805956_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები