რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა დებალცევოს შტურმით აღება სცადეს

რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა დებალცევოს შტურმით აღება გორლოვკის მხრიდან სცადეს. ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ წარმომადგენლები ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ.
როგორც ცნობილი გახდა, რუსი ტერორისტების მცდელობა კრახით დასრულდა. ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტერორისტების „გორლოვკის გარნიზონმა“ შტურმისთვის ჯავშანტექნიკის 15 ერთეული, მათ შორის 7 ტანკი გამოყო.
ცნობილია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ტექნიკის ნაწილი დაუყოვნებლივ გაანადგურეს. შემდეგ უკრაინელი სამხედროების საპასუხო ქმედებების შედეგად მოწინააღმდეგის კიდევ 2 ტანკი და 3 სატვირთო მანქანა განადგურდა. საბოლოოდ, ტერორისტებმა თავდასხმა შეწყვიტეს და უგლეგორსკისკენ გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები