რუსეთსა და იაპონიას შორის მოლაპარაკებები 12 თებერვალს გაიმართება

რუსეთი და იაპონია მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე თებერვლის შუა რიცხვებში გამართავს. იაპონიის საგარეო უწყების ინფორმაციით, მოსკოვში მოლაპარაკებები 12 თებერვალს გაიმართება.
„მხარეები საერთაშორისო ვითარებას, მათ შორის რუსეთისა და იაპონიის ურთიერთობებს და უკრაინის მოვლენებს განიხილავენ“, – ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ იაპონიისა და რუსეთის მოლაპარაკებები გასული წლის აგვისტოში დაიგეგმა, თუმცა რუსულმა მხარემ გააუქმა. მაშინ რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ იაპონიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ მოლაპარაკებების გამართვა უადგილო იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები