წითელი ჯვრის თანამშრომელს რუსეთში ებოლას ვირუსზე ამოწმებენ

 წითელი ჯვრის თანამშრომელი, რომელსაც, შესაძლოა, ებოლას ვირუსი აღმოაჩნდეს, სტაციონარში რჩება. პაციენტი საავადმყოფოში ანალიზების პასუხების მიღებამდე დარჩება, – წერს უცხოური მედია. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ვირუსული ინფექციის სპეციფიკური სიმპტომები  ჯერ არ  გამოვლენილა. ცნობილია, რომ ანალიზების საბოლოო შედეგები მზად 3 თებერვალს იქნება. შეგახსენებთ, რომ „აეროფლოტის“ რეისით 1 თებერვალს მოსკოვიდან ვლადივოსტოკში წითელი ჯვრის თანამშრომელი ჩავიდა. მოსკოვში ის სენეგალში და გვინეაში მუშაობის შემდეგ გაემგზავრა. ფრენისას მამაკაცს ტემპერატურა აეწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები