ობამა: პუტინი რუსეთს ზიანს აყენებს

უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია „იმ ცუდი გადაწყვეტილებების შედეგია, რომლებსაც პუტინი რუსეთის სახელით იღებს“. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში განაცხადა. ობამას თქმით, ყირიმის ანექსია რუსეთს სარგებელს არ მოუტანს, პირიქით, ამას დიდი დანაკარგი მოჰყვება.
„ის დღეები, როდესაც მიწების დაპყრობა დიდი ერის ფორმულად ითვლებოდა, წავიდა“, – განაცხადა ობამამ. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი გასული ერთი წლის განმავლობაში დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებდა, რადგან უკრაინაში მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ობამა მაიდანზე გამართულ საპროტესტო აქციებს და იანუკოვიჩის გაქცევას გულისხმობდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის განცხადებით, „პუტინის იმპროვიზაციამ უფრო ღრმად ჩაითრია რუსეთი იმ სიტუაციაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ხელყოფს და დიპლომატიურად რუსეთს იზოლაციაში აქცევს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები