დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, დღე-ღამის განმალობაში 13 სამხედრო დაიღუპა, 20 დაიჭრა

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღე-ღამის განმალობაში სამხედრო მოქმედებების შედეგად 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 20 დაიჭრა.
საინფორმაციო სააგენტო “ლიგა.ნეტ”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა ვლადიმერ პალევოიმ განაცხადა.
როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის გასული ღამე განსაკუთრებით მძიმე იყო. რადგანაც, აფეთქებები მთელი ღამის განალობაში გრძელდებოდა. გამთენიისკენ ხერსონის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები