გარემოს სამინისტროში ჰესების მშენებლობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზემოქმედების შეფასების შესახებ იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე მიყენებული ჯამური ზემოქმედების შეფასების შესახებ იმსჯელეს.
პროექტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გერმანიის გარემოს ბუნების კონსერვაციის, მშენებლობის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო ახორციელებს.
პროექტის ძირითადი მიზანია, გარემოზე ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული კომპლექსური ზემოქმედების შემუშავება, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეხმარება. ასევე, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ნებართვების კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნების სრულყოფილად შესრულებას.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები მაია ბითაძე, თეიმურაზ მურღულია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამხრეთ კავკასიის რეგიონის ბიუროს ხელმძღვანელი მარტინ ჰომოლა ესწრებოდნენ.
შეხვედრას ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები