პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიული მოლაპარაკებები გამართა. სხდომაზე უკრაინის აღმოსავლეთით ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაღრმავებული გაცვლა – გამოცვლა შედგა. განიხილებოდა ასევე რუსეთის შიდა სოციალურ-ეკონომიკური დღის წესრიგის სხვადასხვა აქტუალური საკითხი“, – აღნიშნეს პუტინის პრესსამსახურში.
შეკრებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგარეო სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მიხეილ ფრადკოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ბორის გრიზლოვი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში პრორუსული „ბოევიკების“ აქტივიზაცია შეინიშნება. გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა უკრაინელ სამხედროებს და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი 87-ჯერ გაუხსნეს. დაიღუპა 5 უკრაინელი სამხედრო, 23 კი დაიჭრა.