პროკურატურაში „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ იქმნება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი სპეციალიზებული სტრუქტურული დანაყოფის – „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ შეიქმნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება დღეს დამტკიცდა.
პროკურატურის განმარტებით, ახლად შექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
„როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური დ ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. სწორედ ამ ვალდებულების შეასრულებს ხსენებული დეპარტამენტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახლად შექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
ახლად შექმნილი დეპარტამენტის მომავალი მიზნების, ამოცანების და საქმიანობის გეგმების შესახებ საზოგადოებას ახლო მომავალში ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება. თებერვლის თვეში გაიმართება საჯარო პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან“, – აღნიშნულია საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები