აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიულ ქვედანაყოფის საიდუმლო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მისი სრული სახელი გავრცელებული არ არის, თუმცა, ცნობილია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ჯორჯ ტენეტი მას გრეგ ვ.-ს უწოდებდა.
ასევე ცნობილია, რომ დანიშნული პირი – ამერიკული დაზვერვის ვეტერანია, რომელიც ქაბულის რეზიდენტურას ორჯერ ხელმძღვანელობდა.
უცხოური პრესა იუწყება, რომ გრეგ ვ.-მ ავღანეთის ხელმძღვანელობის ნდობა დაიმსახურა, ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წელს ის კვლავ გაგზავნა ქაბულის რეზიდენტურაში ავღანეთის იმდროინდელ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან რთული ურთიერთობების მოსაგვარებლად.
ცნობისთვის, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ამ თანამდებობაზე ფრენკ არჩიბალდი შეცვალა. არჩიბალდი გადადგა, რადგან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეორგანიზაციის გეგმებს არ ეთანხმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები