ჰოლანდიის ტელევიზიის სტუდიაში პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა (ვიდეო)

ჰოლანდიაში პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი ტელევიზიის სტუდიაში საღამოს ახალი ამბების გამოშვების დროს შეიჭრა. შენობიდან ტელეარხის თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა, თავდამსხმელი კი სტუდიაშივე დააპატიმრეს. უცხოური მედიის ცნობით, ჰოლანდიის ტელევიზიის მაუწყებლობა ერთი საათით შეწყდა. როგორც გაირკვა, მამაკაცი, რომელიც შარვალ-კოსტუმში იყო ჩაცმული, პირდაპირი ეთერის გამოყენებას გეგმავდა. შეიარაღებული პოლიციელების გამოჩენისას მამაკაცმა იარაღი დააგდო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იარაღი ნამდვილი არ იყო.
ცნობისთვის, დაპატიმრებული მამაკაცი 19 წლისაა, ის ჰოლანდიის პატარა ქალაქ პიინაკერში ცხოვრობს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სტუდიაში შეჭრის დროს 19 წლის ახალგაზრდამ თქვა: „არის თემები, რომელთა შესახებ უნდა ვისაუბროთ. ეს დიდი მსოფლიო პრობლემებია. ჩვენ უშიშროების სამსახურმა დაგვიქირავა“.
ტელეკომპანიის ვებგვერდზე კი გამოქვეყნებულია თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრე მიღებული წერილი, რომელშიც მამაკაცი ბომბის დამონტაჟებით და კიბერშეტევით იმუქრება. წერილის ავტორი ეთერში გასვლას ითხოვდა.
ერთ-ერთი ჟურნალისტის განცხადებით, რომელიც თავდამსხმელს გაესაუბრა, 19 წლის ახალგაზრდა ჰაკერების დაჯგუფების წევრია. ტელეკომპანიაში მან მოთხოვნების სია მოიტანა და ეთერის 10 წუთის გამოყენება სურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები