ისლამისტები ეგვიპტის ჩრდილოეთ სინაის პროვინციას თავს დაესხნენ – დაიღუპა 26 ადამიანი

ისლამისტების თავდასხმების სერიის შედეგად ეგვიპტის ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში 26 ადამიანი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, რამდენიმე ქალაქში საკონტროლო-გამშვები პუნქტების, პოლიციის ოფისებისა და სამხედრო ბაზების იერიში ყუმბარმტყორცნების, ცეცხლსასროლი იარაღისა და დანაღმული ავტომობილის გამოყენებით მოხდა. თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო. დაჯგუფების წევრებმა ეგვიპტის მოსახლეობას პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები