ალექსანდერ ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონს ესტუმრება

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ ხვალ ვაზიანის პოლიგონს ესტუმრება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოელ სტუმარს პოლიგონზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე უმასპინძლებენ.
ვაზიანის პოლიგონზე სპეციალურად ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისთვის, მხარდამჭერი ელემენტებით, ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართება, რაც პოლიგონის შესაძლებლობების გაცნობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები