მინდია ჯანელიძე: ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა დინამიკურად და წარმატებულად მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა დინამიკურად და წარმატებულად მიმდინარეობს.
როგორც მინდია ჯანელიძემ ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნატო – საქართველოს ურთიერთობა და თანამშრომლობა ამ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.
“ნატოსთან ურთიერთობა მიმდინარეობს დინამიკურად და წარმატებულად. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი დაწყებულია. ჩვენ ამ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა და თანამშრომლობა ნატოსთან, რომ საზოგადოებამ და, რაც მთავარია, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაინახოს კონკრეტული პოზიტიური შედეგები ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს. ჩვენი აპარატი ნატოს შტაბბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ განხორციელდეს სამოქმედო გეგმის კონკრეტული ინიციატივები, განისაზღვროს თითოეული ინიციატივის განხორციელების დრო და პირობები. ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად ნათელი წარმოდგენა გვექნება ნატოს მინისტერიალის შემდეგ, რომელიც თებერვლის დასაწყისში გაიმართება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები