როდის გაიხსნება ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა?
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2014 წლის ბოლოს გაიხსნება. სატესტო მატარებელი 2014 წლის ბოლოსთვის გაივლის, ხოლო ექსპლუატაციაში რკინიგზა 2015 წელს შევა. რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ვაჭრობის საერთო მოცულობა წლიურად 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ახალი რკინიგზა წელიწადში მილიონ მგზავრს გადაიყვანს. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება, რის შემდეგაც წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.