“გალფში” საგამოძიებო სამსახური შევიდა
კომპანია “გალფში” საგამოძიებო სამსახური შევიდა, – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე თქმით, აღნიშნულ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები 218-ე მუხლით მიმდინარეობს რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს. დამატებით დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით”, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.