დავით ნარმანიას ნიერ გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლომ გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერიიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს. მოსამართლემ დავით ნარმანიას ბრძანება 3 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ უკანონოდ ცნო და დედაქალაქის მერის ბრძანება გააუქმა. სასამართლომ მერიას ამ თანამშრომლების სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალდებულა.
გათავისუფლებული თანამშრომლებიდან ერთ-ერთის, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ის მერიიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, რასაც დღეს სასამართლოც ადასტურებს.
როგორც მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მისი გათავისუფლების შემდეგ, მის ადგილზე, ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ცოლისძმა გიორგი არეშიძე დანიშნეს, რომელიც ამჟამად ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობს.
„ნარმანიას ბრძანებით უკანონოდ გამათავისუფლეს. ეს დღეს უკვე სასამართლომაც დაადასტურა. დედაქალაქის მერისგან აუცილებლად ბოდიშს მოვითხოვ, იმიტომ რომ როდესაც გამანთავისუფლეს, მან თქვა, რომ ჩვენ მერიიდან მხოლოდ არაპროფესიონალ ადამიანებს ვათავისუფლებთო. დღეს მე სასამართლოს გადაწყვეტილება მიჭირავს, სადაც აბსოლუტურად ცალსახად წერია, რომ ჩემი გათავისუფლება უკანონო იყო, შესაბამისად, მაშინ, ჩემს ადგილზე კახი კალაძის ცოლისძმის დანიშვნა უკანონოდ ჩაითვალა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის მერია საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები