ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს ხვდებიან

მთავარ პროკურატურაში ვაზაგაშვილების ოჯახის წევრები დაიბარეს. საგამოძიებო უწყებაში იური ვაზაგაშვილის მეუღლე და და იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მათთან შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე მართავს. ვაზაგაშვილების ოჯახის წევრებს პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრის სურვილი თავად ოჯახის წევრებმა გამოხატეს. მოსიაშვილის ინფორმაციით, ეს არის გაცნობითი სახის შეხვედრა და მას საგამოძიებო მოქმედებებთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები