საქველმოქმედო პროექტის „მჭირდები“ მორიგი აქცია
დღეს, ააიპ „კავკასიონის სინერგიის“ პრეზიდენტი, ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე ობოლი, გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახების მოზარდებს, კინოთეატრ „რუსთაველში“ ფილმზე „ცელქი ბავშვები“ დაპატიჟებს, შემდეგ კი 17:00 საათზე ოფისში, ხოშარაულის 22- ში არტთერაპიას გამართავს და 30 ბავშვს კვებით გაუმასპინძლდება.