“აშშ მზად არის, საქართველოს დახმარება გაუზარდოს“
აშშ მზად არის, საქართველოს დახმარება გაუზარდოს – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. როგორც სახელმწიფო მდივანმა განმარტა, დახმარება გულისხმობს, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას, ისე დახმარებას ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ა.შ.
“დღეს მე მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას – პირველ რიგში, ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულება და ე.წ. ბორდერიზაციის – საზღვრის გავლების მიმართულებით ხელშეწყობას, ასევე გამოვთქვათ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის ხელშეწყობის მხადყოფნა, ინვესტიციების, ვაჭრობის გაძლიერების, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ხელს შეწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციასაც. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალ პლანზე წამოსწევს საქართველოს რეპუტაციას. შეერთებული შტატები ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ვაჭრობის სფეროში უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ჯონ კერიმ.