კულტურის მინისტრი ბოლნისს ეწვია

26 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე ბოლნისს ეწვივნენ. მინისტრმა ბოლნისის ყოფილი მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის შენობა დაათვალიერა, რომელშიც დროებით არის განთავსებული ყაჩაღიანის ბორცვიდან ამოღებული არტეფაქტები. კულტურის მინისტრსა და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ბოლნისის გამგებელმა გოგი მეშველიანმა უმასპინძლეს. ბოლნისში ვიზიტისას მიხეილ გიორგაძემ მუზეუმის კონცეფციის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ქვემო ქართლში აშენდება მუზეუმი, სადაც, ყაჩაღიანის ბორცვიდან ამოღებული არტეფაქტების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატებიც განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები