ახმეტაში უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი აღმოაჩინეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ორვილის ხეობაში, დაუდგენელი პირვნებების მიერ უკანონოდ მოჭრილი ცაცხვისა და მურყანის ჯიშის სამასალე მერქანი გამოავლინეს – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ.
აღნიშნული ფატი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 3000 ლარამდე შეადგინა. აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები