კასპში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა

კასპში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დორექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელი, რომელიც ახტალას ტერიტორიაზე მდებარეობს, 75312.44 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და კასპის მუნუციპალიტეტს ემსახურება. კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელი შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა. იმ პერიოდისთვის აღნიშნული ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ოპერირებდა, ნარჩენების შეტანა კი, არაორგანიზებულად ხდებოდა. ამჟამად, მოხსნილია ანტისანიტარიის პრობლემაც.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მისი ოპერირებაში გადაცემისათანავე დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამ 448.000 ლარი შეადგინა. ადგილზე 17 ადამიანი იყო დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები