პატრიარქი ფილარეტი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დააჯილდოვებს

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მებრძლების დაჯილდოების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
პატრიარქის მიერ გამოთქმული სურვილის შემდეგ მამულაშვილმა უკრაინის საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რომ პატრიარქმა ფილარეტმა ლეგიონის მებრძოლების გარდა ის ქართველებიც დააჯილდოვოს, რომლებიც არანაკლებ ძალისხმევას იჩენენ უკრაინაში მშვიდობის დასამკვიდრებლად. მამულაშვილის თქმით, მან ამ თხოვნაზე თანხმობა მიიღო.
„დამიკავშირდნენ კიევის საპატრიარქოდან, მითხრეს რომ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა გამოთქვა სურვილი ლეგიონის მებრძოლები დაეჯილდოვებინა ორდენებით, ძალიან გამიხარდა უდიდესი პატივია ასეთი ადამიანის ხელიდან ჯილდოს მიღება. საპატრიარქოს წარმომადგენელს ვთხოვე არა მხოლოდ ლეგიონის მებრძოლები, არამედ ყველა ქართველი, ვინც დღეს უკრაინას იცავს საკუთარი სიცოცხლის ფასად, თუ უკრაინულ ჯარის გაწვრთნაში ეხმარება, დააჯილდოვონ, რაზეც უწმინდესმა დადებითი პასუხი მომცა. მოგახსენებთ. უკრაინის პატრიარქის ჯილდო ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა უკრაინაში, სხვადასხვა ადგილას მებრძოლ ქართველების ჯგუფებს ვთხოვე ღირსეული ბიჭების სიები გადმომცენ დასაჯილდოვებლად.
ამ დღეებში ჩაივლის დაჯილდოვების ცერემონიალი! დიდება საქართველოს შვილებს, შეიძლება არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნდეს, მაგრამ მერწმუნეთ ბევრის სახელი თაობებს ემახსოვრება უკრაინაში! ყოველი წვეთი მათი დაღვრილი სისხლის ათასობით უკრაინელს იხმობს საქართველოს დასაცავად თუკი ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება“, – წერს მამუკა მამულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები