უკრაინის უშიშროებამ მარიუპოლის შესახებ “ბოევიკების” საუბრის ჩანაწერი მოიპოვა
უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” “ბოევიკების” საუბრის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, სადაც მარიუპოლის დაბომბვის შესახებ არის საუბარი.
როგორც უკრაინული მედია წერს, აუდიო ჩანაწერში ბოევიკი მეტსახელად “ტერორისტი” დონეცკიდან განკარგულებას აძლევს, რათა გამოიყენონ რეაქტიული სისტემები მარიუპოლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
აუდიო ჩანაწერის თანახმად, მეორე “ბოევიკი” მზადყოფნას გამოთქვამს, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი ნაწილი დაბომბოს და შედეგების შესახებ აცნობოს.
გუშინ დილით, “ბოევიკების” მიერ ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100-მდე კი დაიჭრა.