გაეროში საგანგებო სხდომა უშედეგოდ დასრულდა – რუსეთმა რეზოლუცია დაბლოკა
უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა რეზოლუციის მიღება ვერ მოახერხეს. საგანგებო სხდომაზე განხილვა რამდენიმე საათს გაგრძელდა, თუმცა კონსესუსი ვერ შედგა. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის განცხადებით, დოკუმენტი რუსეთმა დაბლოკა.
მარიუპოლზე შეტევა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც. მისი განცხადებით, უკრაინაში სეპარტატისტებმა მინსკის შეთანხმება დაარღვიეს და ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნეს.