თამაზ გოდერძიშვილს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცემა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი მწერლის, დრამატურგისა და მთარგმნელის – თამაზ გოდერძიშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სპექტაკლს „ART – ხელოვნება“ დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრი თეატრალური ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თამაზ გოდერძიშვილს სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს – „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს. თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი წარმოადგენს პაროდიას თანამედროვე ხელოვნებაზე, რომლის ყველა კომპონენტი სრულიად ავსებს არა მარტო სასცენო სივრცეს, არამედ მაყურებელთა დარბაზსაც. იასმინა რიზას პიესის „ART – ხელოვნება“ თარგმანი თამაზ გოდერძიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში თამაშობენ მსახიობები: ზურა ყიფშიძე, მიხეილ გომიაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი. სპექტაკლის პრემიერა პირველად 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა.
თამაზ გოდერძიშვილი – მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და ინსცენირების ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის მიერ თარგმნილი პიესები წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრების რეპერტუარშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი და თემურ ჩხეიძის წარმატებული თანამშრომლობა: „ჯაყოს ხიზნები“, „ლამბალო და ყაშა“, „მარადი ქმარი“ ,“ პილატე“„ Art – ხელოვნება“, „მოლი სუინი“ „ სასიყვარულო ბარათები“ და ბევრი სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები