უკრაინამ “ბოევიკების” მიერ მარიუპოლის დაბომბვას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

უკრაინის აღმოსავლეთით, “ბოევიკების” მიერ მარიუპოლის დაბომბვას უკრაინულმა მხარემ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” “ბოევიკებმა” ცეცხლი გაუხსნეს მარიუპოლის დასახლებულ კვარტალს მაშინ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ამ კვარტლებში უკრაინელი სამხედროები არ იყვნენ“-აღნიშნულია დონეცკის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის მარცხენა სანაპიროზე “გრადის” ტიპის ყუმბარმტყორცით განხორციელებული აფეთქებების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 45-ს აღწევს.
როგორც СNN იუწყება, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, უკრაინელ სამხედრო ძალებსა და სეპარატისტებს შორის, გაჩაღებული ომის შედეგად, აპრილის შემდეგ სულ მცირე 5 ათასი ადამიანია გარდაიცვლილი. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები