სოფელ სიქთარვასთან სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 207-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ სოფელ სიქთარვასთან, გზის სავალი ნაწილი ჩაიწია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გატარება ცალმხრივად ხორციელდებოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის აღდგენით სამუშოებს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა, რის შედეგადაც, ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუშინ ღამიდან შეუფერხებლადაა შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები