იური ვაზაგაშვილს შვილების გვერდით დღეს დაკრძალავენ
იური ვაზაგაშვილს შვილების გვერდით კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ. ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სოფელ ყარაფილაში გუშინ გადაასვენეს.
სამებაში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. ყარაფილაში, დაკრძალვაზე წასვლის მსურველთათვის ტრანსპორტი ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუდან” გავა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.