იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გადაასვენეს

იური ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გადაასვენეს. სოფელ ყარაფილაში გადასვენებამდე იური ვაზაგაშვილის ცხედარი კორტებთან გააჩერეს, სადაც 2006 წლის 2 მაისს მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი სპეცოპერაციას ემსხვერპლა.
დღეს, მისი სულის მოსახსენებელი პანაშვილი სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.
იური ვაზაგაშვილის ოჯახს დღეს სამების საკათედრო ტაძარში ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მთავრობის წევრებმა და პოლიტიკოსებმა მიუსამძიმრეს.
იური ვაზაგაშვილს ხვალ სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები