იანუკოვიჩი შვილებთან ერთად უკვე რუსეთშია

  უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელის შესახებ სანდო წყარომ ინფორმაცია მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩი ორივე ვაჟთან ერთად უკვე რუსეთში იმყოფება,- ამის შესახებ ინფორმაციას „იზვესტია კიევ“ ავრცელებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყირიმისკენ მიმავალ გზაზე იანუკოვიჩმა ღამე დონეცკში, რინატა ახმეტოვას სახლში გაათია, ყირიმში კი პავლა ლებედევას სახლს შეაფარა თავი. რუსეთში იანუკოვიჩი ზღვის საშუალებით უმცროს შვილთან ერთად გადავიდა, უფროსი შვილი კი მანქანით დონეცკიდან გაემართა. შეგახსენებთ, რომ იანუკოვიჩზე სამართალდამცავმა ორგანოებმა ძებნა გამოაცხადეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობაში ედება ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები