სამხედრო ექსპერტი: „საჰაერო თავდაცვის სისტემები, კეზერაშვილის მიერ ჩატარებული ოპერაციით, სირიაში მოხვდა“
სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, კეზერაშვილის მიერ ჩატარებული ოპერაციით, სირიაში მოხვდა. ამის დასამტკიცელად მან გაზეთ „პრაიმტაიმს“ ფოტო წარუდგინა, რომლიც, მისი მტკიცებით, სირიის ერთ-ერთ პოლიგინზე მობილური ტელეფონით არის გადაღებული. „ეს საჰაერო თავდაცვის სისტემების „ბუკისა“ და „ეს-200“-ის ფოტოებია. სურათი გადაღებულია 2007 წელს, სირიის ერთ-ერთ პოლიგონზე. სირიაში კი ეს სისტემები კეზერაშვილის მიერ ჩატარებული ოპერაციით მოხვდა.
ეს შეიარაღება გადაიტანეს ფოთის პორტიდან. ამ დროისთვის ჯგუფს, რომლიც ამ ბიზნესით იყო დაკავებული, ფოთის პორტზე კონტროლი ჰქონდა აღებული, რადგან საზღვაო ძალების სარდალი, ზურაბ ირემაძე უკვე ჩამოცილებული ჰყავდათ გზიდან,“ – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი. მისივე თქმით, იარაღის ბიზნესზე გამოძიება მივიდა ზურაბ ჟვანიას, ზურაბ ირემაძისა და გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმესთან. წითელაშვილი აღნიშნავს, რომ ზურაბ ირემაძის საქმეში კუდ-ის თანამშრომელი ზაზა მჭედლიძე ფიგურირებს, რომლის გვარი სერგო თეთრაძის საქმეშიც ხმაურდება.
სწორედ მან გამოიყვანა თეთრაძე სახლიდან. სამხედრო ექსპერტი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „კეზერაშვილი ამერიკელებმა საფრანგეთში დააკავეს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩვენ მივწერეთ ყველაფერი ამერიკის საელჩოს, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა მანამდე, რა ოპერაციებს აწარმოებდა ეს ჯგუფი. 2008 წლის 15 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროში დაიწერა აქტები და მთელი ეს შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც ემბარგოდადებულ ქვეყანაზე იყიდებოდა, ამ აქტებით საბრძოლო დანაკარგად გაფორმდა“.
ტრისტან წითელაშვილი იხსენებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე შეიარაღების შესყიდვა ხებოდა ჩეხოსლოვაკიიდან. შემდეგ კი თვითონ თემურ ალასანიამ ჩაიგდო ხელში ეს ბეკეტები და სეიშელის კუნძულებზე გახსნა ფირმა „ბელ თრეინგი“.
შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ, ასევე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ სამხედრო ექსპერტი იარაღით ვაჭრობის სქემაზე საუბრობდა. ამ სქემის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება თემურ ალასანიას ფირმასთან, მას კი, თავის მხრივს – უკრაინულ „უკსპეცექსპორტთან“. წითელაშვილის თქმით, ეს ფირმა რუსული „როსვაარუჟენიის“ შვილობილია. მისი ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი რუსული სპეცსამსახურების ოფიცერია. როგორც ექსპერტი ამბობს, „უკსპეცექსპორის“ ტვირთის გადმოზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გემებით ხდებოდა. ამ დროისთვის შესაძლებელი იყო, რომ გაეროს შემოტანილი იარაღის ინსპექტირება დაეწყო, ამიტომ 2008 წლის ომის დროს იარაღი დანაკარგად დაფიქსირდა.