ხარკოვში საქართველოს მოქალაქეებს გაასამართლებენ
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც 25 ნოემბერს სამხრეთ სარკინიგზო გზასთან (ე.წ. „იუჟდი“) იარაღით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დააყაჩაღეს, გაასამართლებენ, – ამის შესახებ ხარკოვის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს. მათ ბრალად ედებათ ყაჩაღობა და იარაღის უკანონოდ ტარება.
ხარკოვის პროკურორის თანაშემწის ალექსანდრე ბუდარნის განცხადებით, დანაშაულში ეჭვმიტანილები 32 და 47 წლის საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი მათგანი ყაჩაღობისთვის წარსულში უკვე იყო ნასამართლევია.