ნინო გიორგობიანი: არანაირი დამატებითი ძალები არაა მობილიზებული გორში!

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ამის შესახებ განმარტებას სოციალურ ქსელში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი აკეთებს.
“არანაირი დამატებითი ძალები არაა მობილიზებული გორში! კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ სამართალდამცველები და ახლა, მთელ ინფორმაციას ვერ დავწერ, ალბათ გასაგებია, რომ დეტალები შეიძლება სავარაუდო დამნაშავემაც წაიკითხოს”, – წერს გიორგობიანი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები