სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს აკრიტიკებს – მისი დუმილი მრავლისმთქმელია

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილის დუმილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბევრის მთქმელია.
“დამაინტერესა და შევედი სააკაშვილის ფბ გვერდზე…. დღევანადელი კომენტარი უდევს უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცის შესახებ (მისი სული ნათელში იყოს!), მაგრამ არც ერთი სიტყვა ტრაგედიის შესახებ, რომელიც დატრიალდა გუშინ საქართელოში… მე კი მიმაჩნია, რომ ქვეყნის მართვა სწორედ და პირველ რიგში პასუხისმგებლობას ნიშნავს…. პასუხისმგებლობა თავის პრეზიდენტობის დროს მომხდარ ტრაგედიაზე და კერძოდ ზურა ვაზაგაშვილის დაღუპვაზე მის დაქვემდებარებაში მყოფ სამართალდამცავი ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად (მიუხედავად გამოძიების დასკვნებისა, თუკი მის დასრულებას ვეღირსეთ ოდესმე)… და, მაშასადამე, პასუხისმგებლობა დღევანდელ მოვლენებზე, რამეთუ დღევანდელი ბარბაროსული მკვლელობა უშუალოდ პირველ ტრაგედიას უკავშირდება! ესეც რომ არ იყოს, როცა მთელი ქვეყანა ამ ბარბაროსულმა ფაქტმა შეძრა და შოკში ჩააგდო, გულგრილობა და ინდიფერენტულობა ყოფილი პრეზიდენტისგან თავისი ერის ტკივილის მიმართ გაუგებარია… მისი დუმილი კი ბევრის მთქმელია!” – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები