ამერიკელმა ოლიმპიელმა სოჭიდან სამშობლოში 2 ძაღლი წაიყვანა

  ამერიკელი ჰოკეისტი ოლიმპიადიდან სამშობლოში ორ სოჭელ ძაღლთან ერთად დაბრუნდა. დევიდ ბაქსმა სოჭის ქუჩებიდან ორი უპატრონო ძაღლი ამერიკაში წაიყვანა. “მიზეზი ცხოველების სიყვარული გახდა. პარალელურად კი სოჭელი ძაღლები ოლიმპიური თამაშების მოგონებებსაც უკავშირდება”, – აცხადებს ჰოკეისტი. დევიდ ბაქსი მეუღლესთან ერთად ფონდის – “სპორტსმენები ცხოველთათვის”, – ერთ-ერთი დამფუძნებელია. ოლიმპიური ქალაქის შემდეგ ძაღლები, – სახელად სოჭი ჯუნიორი და სოჭი ჯეიკი, – სენტ ლუისში იცხოვრებენ.

1798117_10202601531232429_443250144_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები