იური ვაზაგაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ

იური ვაზაგაშვილის უკანსკნელი და ვრცელი ინტერვიუ გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ გამოაქვეყნა. იური ვაზაგაშვილი გამოცემასთან მოკლული შვილის ექსპერტიზის დასკვნებზე საუბრობდა და პროკურატურის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
იური ვაზაგაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2006 წლის 2 მაისს მისი შვილი განზრახ მოკლეს.
“წინა ექსპერტიზითაც დგინდებოდა, რომ ზურა განზრახ მოკლეს. ამას ადასტურებენ ბუბა ფუთურიძე და სხვა მოწმეები, მათ შორის პოლიციელებიც. ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს“,- აცხადებს ვაზაგაშვილი.
როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, მკვლელობის გამოძიების ნაცვლად, დანაშაულში მონაწილე პირები დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსახლეობას იმედი გაუცრუა და “გადააგდო“.
“პროკურატურა ძველი კადრებითაა გაძეძგილი. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი, ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო, მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროსს ნაკანს და სხვებს 3 000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ ,,გადაგვაგდო“,-აღნიშნავს იური ვაზაგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში თანასოფლელის დაკრძალვაზე დღეს ჩავიდა – ამის შესახებ „კვირას“ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელმა კოდისწყაროში ცოტნე წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფალაში მარტო ჩამოვიდა და ის ევგენი მელაძის დაკრძალვის უნდა დასწრებოდა. „ევგენია მელაძის დაკრძალვა დღის 2 საათზე დაიწყო. სასაფლაოზე უამრავი ხალხი იყო. როდესაც ეს ქალბატონი დაკრძალეს, მერე იური ვაზაგაშვილი ზურას სასაფლაოზე მისულა და ხმაურიც მაშინ გაისმა. სასაფლაოზე მყოფი ხალხი ზურას სასაფლაოზე მიცვივდა და ასეთი სურათი დახვდათ“, – ამბობს ცოტნე წიკლაური.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ნაღმზე აფეთქდა და გარდაიცვალა. აფეთქება კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები