გიუმრში დამატებითი შინაგანი ჯარი შეიყვანეს

  • ავეტისიანების ოჯახის უკანასკნელი გადარჩენილი წევრის, 6 თვის სერჟ ავეტისიანის გარდაცვალების შემდეგ გიუმრში დამატებითი შინაგანი ჯარი შეიყვანეს. ამ ინფორმაციას „tvi.ua“ ავრცელებს.
    შეგახსენებთ, რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან გამოქცეულმა ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახი ავტომატის და ე.წ. „შტიკ-ნოჟის“ გამოყენებით დახოცა. პერმიაკოვი ავტომატის გაუმართაობის გამო პატარა სერიოჟას მოკვლას სწორედ ე.წ. „შტიკ-ნოჟის“ საშუალებით შეეცადა. დღეს საღამოს სომხურმა მედიამ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობა გაავრცელა, რომლის თანახმად მიუხედავად ადგილობრივი და უცხოელი ექიმების შეუსვენებელი ძალისხმევისა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 19 იანვარს17:02 საათზე ბავშვის ბიოლოგიური გარდაცვალების კონსტატირება მოხდა. ავეტისიანების ოჯახის მკვლელობას სომხეთში საპროტესტო ტალღის აგორება მოჰყვა. ათასობით მანიფესტანტმა რუსი ჯარისკაცის სომხური მხარისთვის გადაცემა მოითხოვა. რუსული მხარე გამოძიების მალე დასრულების და მკვლელის სათანადოდ დასჯის პირობას დებს, თუმცა პერმიაკოვის სომხური მხარისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები